LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Google Translate-მა მომხმარებელს სქესზე ორიენტირებული თარგმანი წარუდგინა

Why-Google-Translate-Should-Not-Be-Used-For-Entity-Management-680x426

Google Translate-მა რამდენიმე ენისთვის, გენდერთან დაკავშირებული თარგმანი აამოქმედა. ირკვევა, რომ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, ,,გუგლი” მომხმარებელს სქესზე ორიენტირებულ თარგმანს ჯერჯერობით ინგლისურიდან ფრანგულ, იტალიურ და ესპანურ ენებზე შესთავაზებს.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ თურქული ერთადერთი ენაა, რომელიც ინგლისურ ენაზე, ერთდროულად ორივე სქესის თარგმანს უზრუნველყოფს.

საინტერესოა, რომ ახალი ფუნქცია Chrome-ისა და Firefox-ის ბრაუზერებზე, ასევე iOS-ისა და Android მოწყობილობებზე მუშაობს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ უახლოეს მომავალში აპლიკაცია მომხმარებელს უფრო მეტი უცხო ენის მხარდაჭერას შესთავაზებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები