LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,გრემის’’ ნომინანტები დასახელდნენ (ვიდეო)

grammy-nominations-2019

რამდენიმე საათის წინ, ამერიკის ხმისჩამწერმა აკადემიამ, 61-ე ,,გრემის’’ ნომინანტები დაასახელა.

სიას ჰიპ-ჰოპ შემსრულებლები ლიდერობენ. 8 ნომინაციაში გამარჯვებისთვის კენდრიკ ლამარი იბრძოლებს. 7 გრამოფონის მოპოვებას შეეცდება დრეიკი.

ნომინაციაშია წარდგენილი ბრენდი კარლაილი, რომელსაც 5-5 კატეგორიით ქარდი ბი, ლედი გაგამარენ მორისი, Childish Gambino და H.E.R. მოჰყვებიან.

ომინანტთა შორის ასევე კამილა კაბეიო, არიანა გრანდეპინკიტეილორ სვიფტიკელი კლარკსონი, ჟანელ მონეფარელი, ტრევის სკოტი, კანიე უესტი, ,,კარტერები’’ და სხვები მოხვდნენ.

საინტერესოა, რომ ,,საუკეთესო ახალი შემსრულებლის’’ ტიტულისთვის ერთმანეთს სხვებთან ერთად, დუა ლიპა და ბიბი რექსა დაუპირსპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ მაკ მილერს, რომელიც მიმდინარე წლის 7 სექტემბერს, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა, ,,საუკეთესო რეპ ალბომის’’ ნომინაცია მიანიჭეს. 

შეგახსენებთ, რომ ,,გრემის’’ გამარჯვებულები 10 თებერვალს, ლოს-ანჯელესში გამოვლინდებიან.