Windows-ზე ,,გუგლის” ბრაუზერის საცდელ ვერსიას „შავი ფონის” მხარდაჭერა აქვს.
საქმე ისაა, რომ ,,გუგლმა” Chrome 74-ის საცდელი ვერსია გამოუშვა, რომელშიც Dark Mode-ია ხელმისაწვდომი.
Chrome-ზე ,,შავი ფონის” გასააქტიურებლად Windows-ის ფერების სქემიდან Light Dark-ით უნდა შეცვლოთ. გაირკვა, რომ ბრაუზერზე ,,შავი ფონით” სარგებლობას ისეთი უპირატესობები აქვს, როგორებიც ენერგიის ნაკლები მოხმარება, დაბალ განათებაზე ინტერნეტში ოპერირება და ჯანმრთელობისთვის სასარგებელო თვისებებია.
ცნობილია, რომ Chrome 74-ის ფინალური ვერსია 25 აპრილს გამოვა.