LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ია ფარულავამ მიბიძგა „ტიკ-ტოკის“ ვიდეოების გამოქვეყნებისკენ“ – სალომე გოგიაშვილი

8
569

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი, რომელმაც დაწვრილებით ისაუბრა „ტიკ-ტოკის“ შესახებ და საზოგადოებას გაუზიარა, თუ რით ერთობა თვითიზოლაციაში.

რა შეცვალა კორონავირუსმა შენს ცხოვრებაში?

ჩემს ცხოვრებაში არაფერი განსაკუთრებული არ შეცვლილა, თუმცა გავხდი „ტიკ-ტოკერი“ და ბევრ ადამიანს ბედნიერება მივანიჭე და კარგი განწყობა შევუქმენი, მადლობა ამ პერიოდს ამისთვის.

ყველას ძალიან ბევრი თავისუფალი დრო გამოგვიჩნდა, საკმაოდ დეპრესიული პერიოდი იყო და დავიწყე ფიქრი, პირველ რიგში რით გამემხიარულებინა ჩემი ოჯახის წევრები. როდესაც პირველი „ტიკ-ტოკ“ ვიდეო ჩავწერე და ჩემმა ოჯახის წევრებმა მომიწონეს და გაეცინათ, შემდეგ დანარჩენი ვიდეოების ჩაწერასაც შევუდექი.

ემიგრანტებიც მწერენ, ძალიან გთხოვ არ გაჩერდე და გააგრძელეო, ყველას დავპირდი, სანამ ეს ყველაფერი ბოლომდე არ დამთავრდება, ბოლომდე ვიქნები ამ ყველაფერში ჩართული მეთქი.

მინდა გითხრათ, რომ ია ფარულავამ მიბიძგა ვიდეოების გამოქვეყნებისკენ, რომ არა ია, არ ჩავერთვებოდი ამ ყველაფერში ასე აქტიურად. მამაკაცის როლის შესრულებისთვის, მეუღლის გარდერობს ვიყენებ, თავიდან კი ბრაზობდა, მაგრამ ისე ახალისებს ეს ვიდეოები, რომ თანახმაა.

ერთი „ტიკ-ტოკ“ ვიდეოს შესაქმნელად 15 წუთი მჭირდება, მყავს მეგობარი, თანაშემწე გიორგი, რომელიც ვიდეოებს პოულობს, კოსტიუმებს მირჩევს და მეც ვირგებ ჩემს როლს.

როდესაც ვიდეო მილიონ ნახვაზე ავიდა, მივხვდი, რომ რაღაც სერიოზულთან მქონდა საქმე, ალბათ საერთო ჯამში, 25 ვიდეომდე მექნება გადაღებული.

https://www.facebook.com/salome.gogiashvili.144/videos/236586730876550/

როგორ ატარებ თვითიზოლაციაში პერიოდს?

სახლში ყოფნა არ გამჭირვებია, ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი არის სახლში, ჩემთან, ჩემი მეგობარიც გადმოვიდა საცხოვრებლად, სკაიპით ვერთვები, მეგობრებს, ასე რომ არ ვიწყენ.

რაიმე ნეგატიურ კომენტარებს თუ ღებულობ ხოლმე?

ნეგატიურ კომენტარებს ის ადამიანები წერენ, ვინც ჩასაფრებულ პოზიციაშია და ელოდება რაიმეს, რომ შემდეგ ნეგატიური დაწეროს, ასეთი ადამიანები მუდამ იარსებებენ. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც ერთ „გულს“ მაინც მიწერს. ახლა ჩვენ ერთი საფრთხის წინაშე ვდგავართ და ერთად უნდა ვიყოთ.

ასევე მინდა გითხრათ, რომ გადავწყვიტე, ჩემს პროფესიას დავუბრუნდე და გავაკეთო გადაცემები, რომლებიც ინტერნეტის მეშვეობით „ფეისბუქის“, „ინსტაგრამისა“ და „იუთუბის“ საშუალებით გავა.

როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება, პირველს რას გააკეთებ?

სანამ ეს ველაფერი დაიწყებოდა, მე და ჩემმა სამეგობრომ, რომელიც 30 ადამიანისგან შედგება, გადავწყვიტეთ, რომ ყოველ პარასკევს, უნდა ავღნიშნოთ რომელიმე მეგობრის დაბადების დღე, ტორტითა და საჩუქრებით, ორი ადამიანის დაბადების დღის აღვნიშვნა მოვასწარით, ასე რომ, როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება, აღნიშნულ ტრადიციას გავაგრძელებთ. მეგობრებთან დროის გატარება მენატრება.

https://www.facebook.com/salome.gogiashvili.144/videos/239976420537581

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები