LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინსულტისა და სიმსივნის დამარცხების შემდეგ, ტინა ტერნერი 80 წლის იუბილეს ზეიმობს (ფოტო)

9172
21500802-0-image-a-54-1574798235864

ტინა ტერნერმა საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია თაყვანისმცემლებს  „ტვიტერის“ საშუალებით მიაწოდა. ლეგენდარული მომღერალი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდა სოციალურ ქსელში და 80 წლის იუბილეზე განაცხადა, რომ აბსოლუტურად ჯანმრთელია: „დიახ, 80-ის ვარ, როგორ ვგრძნობ თავს? გადასარევად გამოვიყურები, გადავიტანე მძიმე დაავადებები, სიმსივნე და ინსულტი. ახლა ცხოვრებამ მეორე შანსი მომცა. უბედნიერესი ვარ“, – წერს ტერნერი.

ტინა ტერნერს სიმსივნის დიაგნოზი 2013 წელს დაუსვეს და ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად მომღერალმა კიბოს დამარცხება შეძლო. ცოტა ხნის შემდეგ მან ინსულტიც გადაიტანა, თუმცა დღეს თავს კარგად გრძნობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები