LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის, ვინც სულ დაგელოდება“- ფილმი მამა-შვილის სიყვარულზე, რომელსაც ცრემლების გარეშე ვერ უყურებთ

356
fatherdaughter

„ოსკარის“ სეზონი ახლოვდება და სულ მალე, ჩვენ გავიგებთ, ვინ გახდება ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს ნომინანტი მომავალი წლის კინოფესტივალზე. იქამდე კი თამამად შეგვიძლია გავიხსენოთ მხატვრული თუ ანიმაციური ფილმები, რომლებიც სხვადასხვა დროს „ოსკარების“ ტრიუმფატორებად მონათლეს.

„გედის სიმღერა“ –  ახალი ფილმი, რომელმაც შესაძლოა მაჰერშალა ალის მესამე „ოსკარი“ მოუტანოს

„ოსკარი“ გზაშია – ბიოგრაფიულ ფილმში ლეონარდო დიკაპრიო ჯიმ ჯონსის როლს მოირგებს

ასეთი ფილმია ნიდერლანდელი მხატვრისა და მულტიპლიკატორის, მიხაელ დუდოკ დე ვიტის მიერ გადაღებული 9 წუთიანი ანიმაციური ფილმი, „მამა და ქალიშვილი“. ამ ფილმმა კრიტიკოსთა მხრიდან უდიდესი მოწონება დაიმსახურა, ის 20 პრესტიჟულ ნომინაციაზე იყო წარდგენილი და ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელიც გახდა. ფილმის პროდიუსერი კლერ ჯენინგსია, ხოლო მუსიკა მისთვის, ნორმან როჯერსმა დაწერა.

რაც შეეხება სიუჟეტს, ეს არის მამა-შვილის სიყვარულზე შექმნილი და ულამაზესად გადმოცემული ისტორია. ველოსიპედით მოსეირნე მამა თავის უსაყვარლეს გოგონას ზღვასთან, სანაპიროზე ემშვიდობება, იმ იმედით, რომ მალე დაბრუნდება უკან. პატარა ნავი ზღვაში შედის და მამის კვალიც იკარგება. გადის დღეები, კვირები, თვეები, წლები… გოგონა ყოველ ჯერზე, ველოსიპედით მიდის ერთსა და იმავე ადგილას, რათა მამას ისევ შეხვდეს. მოლოდინი კი სულ უფრო უიმედოა. ასე გადის წლები, გოგონა იზრდება, ახლა იმ ადგილას, სადაც ის მამას დაშორდა, ის უკვე ოჯახით, შვილებით ბრუნდება, თუმცა მამა ისევ არ ჩანს. დრო მიდის, ყველაფერი იცვლება, გოგონა კი ისევ მიდის ნაპირზე იმედით, რომ ოდესმე  მამას ნახავს. ასე სრულდება ცხოვრებაც და ფილმის მთავარი გმირიც, უკვე მოხუცებული, ისევ ველოსიპედით მიდის იქ, სადაც ოდესღაც მამას დაემშვიდობა. ამჯერად ის შედის ზღვაში და უსასრულო ძიებაში პოულობს მიტოვებულ ნავს, რომლითაც მამა გააცილა. მთავარი გმირი ჯდება ნავში და იძინებს, უკვე სამუდამოდ.  ფილმის ბოლო კადრში ჩანს, როგორ იღვიძებს ჩვენი გმირი სხვა სამყაროში, როგორ დგება ფეხზე და მირბის  იქ, სადღაც კი, მას საყვარელი მამა ელოდება.

„ის, ვინც სულ დაგელოდება“,– ასეთია სლოგანი ამ საოცარი ანიმაციური ფილმისა, რომელსაც ცრემლების გარეშე ვერ ნახავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები