LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორიული გაშვება: Space X საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ,,ნასას” ორ ასტრონავტს გზავნის

255
808x454-cmsv2-062ca512-2b7d-5e1f-b21c-34b4a50cec5c-4706262

SpaceX ოფიციალურ მზადყოფნაშია დღეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ,,ნასას” ორი ასტრონავტი გააგზავნოს. მზადყოფნის შესახებ ოფიციალურად ორშაბათს გამოცხადდა. ასტრონავტები დუგლას ჰარლი და ბობ ბენკენი კოსმოსური სადგურისაკენ SpaceX-ის Falcon 9 ტიპის რაკეტით ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოდრომიდან გაფრინდებიან.

,,ნასას” ადმინისტრატორის, ჯიმ ბრიდენშტაინის თქმით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ,,საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ამერიკელი ასტრონავტები ამერიკული რაკეტით ამერიკის მიწიდან გაფრინდებიან. ბოლოს მსგავსი რამ 9 წლის წინ მოხდა”.

დედამიწის ორბიტაზე 1961 წლის შემდეგ ადამიანი მხოლოდ სამმა ქვეყანამ: რუსეთმა, აშშ-მა და ჩინეთმა გააგზავნა.

აღსანიშნავია, რომ SpaceX პირველი კერძო კომპანიაა ისტორიაში, რომელიც პლანეტის ორბიტაზე ადამიანების გაგზავნას შეძლებს. კომპანიამ ერთი წლის წინ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ცარიელი კაფსულა წარმატებულად გააგზავნა, თუმცა უკან დაბრუნების დროს, უფრო კონკრეტულად კი დაშვებისას კაფსულა შემთხვევით განადგურდა, რამაც ასტრონავტების გაშვების გადადება გამოიწვია.

SpaceX Falcon 9 ტიპის რაკეტებს სადგურზე ტვირთების გასაგზავნად 2012 წლიდან წარმატებით იყენებს. ჩვეულებრივ დროში კოსმოსდრომის სიახლოვეს მდებარე გზები და პლაჟები გადატვირთული იქნებოდა – ადამიანები შანსს არ გაუშვებდნენ, საკუთარი თვალით ენახათ ეს სანახაობა, თუმცა კორონავირუსის ხანაში ეს კარგი იდეა არ არის. ასე რომ როგორც
NASA, ასევე SpaceX ხალხს სახლში დარჩენისაკენ მოუწოდებენ. თუმცა ადგილობრივი შერიფის, ოუენ აივის თქმით, მას არ შეუძლია ამერიკელებს ისტორიული გაშვების ყურება აუკრძალოს. ,,თუ ხალხი ამის სანახავად მოვა, მე ვერაფერს გავაკეთებ. არ შემიძლია მათ ამ ისტორიული მომენტის ნახვის შესაძლებლობა არ მივცე”, – აცხადებს შერიფი.

თავად ასტრონავტებს ერთი სული აქვთ გაფრინდნენ. დუგლას ჰარლის თქმით ყველაზე მეტად თავისი 10 წლის შვილის კომპლიმენტები ახარებს, რომელიც თვლის, რომ ,,მამამისი ძალიან მაგარია”.

გაშვება ,,ნასას” ოფიციალურ იუთუბ-არხზე ლაივში გადაიცემა და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები