მუსიკის უდიდესი ღამე, როგორც ,,გრემის” უწოდებენ, რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტით, დაჯილდოების 61 წლიან ისტორიაში შევიდა.

დონალდ გლოვერის, სასცენო სახელით Childish Gambino-ს სინგლი This Is America პირველი რეპ ნამუშევარი გახდა, რომელმაც ,,წლის ჩანაწერის” ნომინაციაში გაიმარჯვა. ცერემონიალს, თავად 35 წლის ვარსკვლავი არ დასწრებია.

 

View this post on Instagram

 

Another #GRAMMY for @childishgambino! “This Is America” wins Record Of The Year. ?

A post shared by Recording Academy / GRAMMYs (@recordingacademy) on

ქარდი ბი პირველია ქალ რეპერებს შორის, რომელმაც ჯილდო ,,საუკეთესო რეპ ალბომის” ნომინაციაში მოიგო.

 

View this post on Instagram

 

Thank you @yg @sza @21savage @chancetherapper @jbalvin @badbunnypr @migos @kehlani !!!

A post shared by CARDIVENOM (@iamcardib) on

ჯეი-ზი ყველაზე მეტი ოქროს გრამოფონის მფლობელი რეპერია. 49 წლის არტისტმა, რომელმაც მეუღლესთან, ბიონსესთან ერთად, გასულ წელს გამოშვებული პირველი ერთობლივი დისკით Everything Is Love ,,საუკეთესო Urban Contemporary ალბომის” ნომინაციაში გაიმარჯვა, ამ შედეგით 22-ე პრემია დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავური წყვილი საღამოზე არ მივიდა.

ნომინაციაში ,,საუკეთესო რეპ შესრულება” კონკრეტული პერფორმანსის გამორჩევა გაუჭირდათ, რის გამოც პრემიები ერთდროულად ჯეი როკის, კენდრიკ ლამარის, Future-ისა და ჯეიმს ბლეიკის King’s Dead-სა და Anderson .Paak-ის Bubblin-ს მიანიჭეს.

შეგახსენებთ, რომ 61-ე ,,გრემი” რამდენიმე საათის წინ, ლოს-ანჯელესში გაიმართა.

,,გრემი” 2019: წითელი ხალიჩა (ფოტო)

Childish Gambino-ს, ლედი გაგასა და დუა ლიპას ტრიუმფი ,,გრემიზე”

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები