LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯასტინ ბიბერისა და ჰეილი ბოლდუინის ქორწილის თარიღი ცნობილია

8406202-0-image-a-16_1547220107326

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა ცნობილი გახდა, რომ ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი 28 თებერვალს იქორწინებენ. გავრცელებული ინფორმაციით, წვეულების მოსაწვევები სტუმრებს უკვე დაეგზავნათ.

საინტერესოა, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავები ქორწილის ჩატარების ადგილს საიდუმლოდ ინახავენ. გასაიდუმლოებული ლოკაციის მიუხედავად, ინსაიდერი ფიქრობს, რომ წვეულება კანადაში, წყვილის ახალ საცხოვრებელ სახლში, ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში გაიმართება. საუბრობენ იმაზეც, რომ შესაძლოა მათი ქორწილი კალიფორნიაში შედგეს.

 

 

შეგახსენებთ, რომ 24 წლის შემსრულებლმა და 22 წლის მოდელმა ურთიერთობა გასული წლის სექტემბერში დააკანონსეს, თუმცა აქამდე ქორწილის გადახდას არ ჩქარობდნენ. როგორც ჩანს, მათი გეგმები შეიცვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები