LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ გარნერი და ვაიოლეტ აფლეკი „თეთრ სახლს“ იპყრობენ – ვარსკვლავური დედა-შვილის შთამბეჭდავი გამოჩენა

255
page

როგორც ცნობილია, ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, მეუღლესთან ჯილ ბაიდენთან ერთად, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და პირველი ლედის პატივსაცემად მიღება მოაწყო. საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ სენატის წარმომადგენლები, მათ შორის რესპუბლიკური პარტიიდან, ასევე ცნობილი სახეები, მსახიობები და მუსიკოსები.

ჯილ ბაიდენი „ოსკარ დე ლა რენტას“ შავ ანსამბლში და ბრიჯიტ მაკრონი „ლუი ვიტონის“ თეთრ კაბაში თეთრ სახლში გამართულ მიღებაზე

„თეთრ სახლში“, ცნობილ სახეებს შორის მსახიობი, ჯენიფერ გარნერი უფროს ქალიშვილთან, ვაიოლეტ აფლეკთან ერთად გამოჩნდა. ვარსკვლავური დედა-შვილი მიღებაზე ბრწყინავდა. 50 წლის ჯენიფერმა შავი მბზინავი კაბა მოირგო, რაც შეეხება გარნერისა და ბენ აფლეკის 17 წლის ქალიშვილს, დედის მსგავსად ვაიოლეტმა  შავ კაბაზე შეაჩერა არჩევანი, მას კი წითელი ფეხსაცმელი შეუხამა.

სამაგალითო დედინაცვალი – ჯენიფერ ლოპესი ბენ აფლეკის ქალიშვილს დაუახლოვდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები