ჯენიფერ ლოპესმა 50 წლის იუბილეს აღნიშვნა დაიწყო. ამერიკელი მომღერალის საკონცერტო ტურნემ, It’s My Party, რომლის შესახებ მან ელენ დეჯენერესთან სტუმრობისას განაცხადა, სტარტი 7 ივნისს ინგლვუდში აიღო.

აღმოჩნდა, რომ საღამოზე დამსწრე საზოგადოებას ალექს როდრიგესის საცოლემ სიურპრიზი მოუწყო.

საქმე ისაა, რომ ყველასთვის მოულოდნელად ჯეი ლომ სიმღერა Limitless, 11 წლის ქალიშვილთან, ემასთან ერთად შეასრულა.

 

View this post on Instagram

 

I can’t take it! #Emme #Limitless #ProudMama #JLoItsMyParty

A post shared by Jennifer Lopez (@jlo) on

აღსანიშნავია, რომ გოგონას ვოკალური შესაძლებლობების შესახებ ცნობილი ცოტა ხნის წინ, ქსელში გავრცელებული ვიდეოდან გახდა, რომელშიც ის ალიშა ქისის ჰიტს If I Ain’t Got You ასრულებს.

ჯენიფერ ლოპესის ქალიშვილი ალიშა ქისის ჰიტს ასრულებს (ვიდეო)

შეგახსენებთ, რომ Limitless რომანტიკული კომედიის ,,მეორე შანსი (უდიპლომო ბოსი) საუნდტრეკია, რომლის კლიპში ჯენიფერი ემასთან ერთად მონაწილეობს.

ჯენიფერ ლოპესის ახალ კლიპში მისი ქალიშვილი მონაწილეობს (ვიდეო)

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები