LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესი ულამაზეს ვარდისფერ კაბაში (ფოტო)

7369476-0-image-a-24_1544689042749

ნიუ-იორკში, ფილმის Second Act პრემიერა შედგა. ჯენიფერ ლოპესი, რომელმაც კინოსურათის მთავარი როლი მოირგო, წითელი ხალიჩის ვარსკვლავად იქცა. მართალია, აქამდე, 49 წლის შემსრულებელმა, საზოგადოება პრომო-კამპანიების განმავლობაში ჩაცმული სხვადასხვა ლუქით მოხიბლა, თუმცა ამჯერად მან სრული ფურორი მოახდინა.

კამერების წინ, ჯეი ლომ იტალიელი დიზაინერის, ჯამბატისტა ვალის ულამაზესი ვარდისფერი კაბით იპოზიორა, რომელსაც უზარმაზარი შლეიფი ჰქონდა. ანსამბლს ამერიკელმა ლამაზმანმა ჯიმი ჩუს ღია მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.

აღსანიშნავია, რომ საღამოს ,,ოქროს გლობუსზე” ნომინირებული არტისტი ბოიფრენდთან, ალექს როდრიგესთან ერთად დაესწრო.

პრეზენტაციაზე მიმავალმა 2 შვილის დედამ, ,,ინსტაგრამზე” სახალისო ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე ის ლიმუზინშია მოკალათებელი და სავარძელში გაუნძრევლად ზის.

 

View this post on Instagram

 

“Sit Ready…” #SecondAct premiere night!!! Out December 21st!!

A post shared by Jennifer Lopez (@jlo) on

შეგახსენებთ, რომ რომანტიკული კომედია ნიუ-იორკის მაღაზიათა ქსელში მომუშავე 40 წლის ქალ, მაიაზე მოგვითხრობს. სიუჟეტის მიხედვით, მას მედისონ ავენიუზე, მსხვილ კორპორაციაში მუშაობისა და კარიერის მოწყობის მეორე შანსი ეძლევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები