LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესის ახალ კლიპში მისი ქალიშვილი მონაწილეობს (ვიდეო)

7674978-0-image-a-75_1545332849755

ჯენიფერ ლოპესის ოფიციალურ Youtube არხზე სიმღერაზე Limitless გადაღებული კლიპის პრემიერა შედგა. საინტერესოა, რომ ემოციური ბალადის თანაავტორი, ავსტრალიელი მუსიკოსი, სიაა. სინგლი, რომელიც 16 ნოემბერს გამოვიდა, რომანტიკული კომედიის  Second Act საუნდტრეკია.

აღსანიშნავია, რომ მუსიკალურ რგოლში, რომელიც ქსელში რამდენიმე საათის წინ გავრცელდა, ჯეი ლოს ქალიშვილი, ემი მონაწილეობს, რომელიც დიდებისკენ რთულად, თუმცა შემართებით მიმავალი დედის ბავშვობას განასახიერებს.

შეგახსენებთ, რომ Second Act  ნიუ-იორკის მაღაზიათა ქსელში მომუშავე 40 წლის ქალ, მაიაზე მოგვითხრობს, რომელსაც 49 წლის ვარსკვლავი განასახიერებს. სიუჟეტის მიხედვით, ფილმის მთავარ გმირს მედისონ ავენიუზე, მსხვილ კორპორაციაში მუშაობისა და კარიერის მოწყობის მეორე შანსი ეძლევა. ვიდეოს პრემიერის თარიღი სიმბოლურია, რადგან კინოსურათი დიდ ეკრანებზე დღეს გამოჩნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები