LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესის იდეალური პრესი და სელფი მაკიაჟის გარეშე (ფოტო)

8745188-0-image-a-4_1547945396488

დაუსრულებელი სადღესასწაულო დღეებისა და სუფრების შემდეგ, ყველა ადამიანს სჭირდება ისეთი მოტივატორი, რომელიც მას ძველ ფორმას დაუბრუნებს. იმისთვის, რომ თავი გაიმხნევოთ, მაცივრის კარზე ჯენიფერ ლოპესის ახალი ფოტოების მიწებებას გირჩევთ.

ალბათ, ფიქრობთ, რამ უნდა გაგაოცოთ იმ წლების განმავლობაში ნანახი არაერთი კადრის შემდეგ, რომლებზეც ჯეი ლო იდეალური სხეულის დემონსტრირებას ახდენს, თუმცა ფაქტია თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რა შესაძლებლობებს ფლობს ეს შეუდარებელი ლამაზმანი.

საქმე ისაა, რომ ქსელში ახლახან გამოქვეყნებული ფოტოებით 49 წლის ვარსკვლავმა საზოგადოება გაოცებული კიდევ ერთხელ დატოვა. ყველასთვის ცნობილია, რომ ამერიკელი მომღერალი ერთ-ერთია იმ სელებრითებს შორის, რომელთა ცხოვრების სტილი ყოველთვის აქტუალურია.

ამ დღეებში, 2 შვილის დედა პაპარაცებმა მაიამიში სპორტ დარბაზიდან გამომავალი გადაიღეს. გასაკვირი არავისთვისაა, რომ ფოტოგრაფების ობიექტივში ლეგენდარული შემსრულებლის იდეალური პრესი მოხვდა.

ამასთან, ალექს როდრიგესის გერლფრენდმა ,,ინსტაგრამზე” პერფექციონიზმის კიდევ ერთი მტკიცებულება გააზიარა და სელფი ჰეშთეგით ,,მაკიაჟის გარეშე” გამოაქვეყნა.

 

View this post on Instagram

 

#nofilterFriday #nomakeupday #lovemeasIam ???

A post shared by Jennifer Lopez (@jlo) on

შეგახსენებთ, რომ ჯენიფერ ლოპესის სილამაზის საიდუმლო რეგულარულ ვარჯიშსა და ჯანსაღ კვებაშია, რაზეც მას ინტერვიუებში არაერთხელ უსაუბრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები