LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესის ქალიშვილი ალიშა ქისის ჰიტს ასრულებს (ვიდეო)

446
13442266-0-image-a-7_1557756709737

ქსელში ჯენიფერ ლოპესის 11 წლის ქალიშვილის, ემას ვიდეო გავრცელდა, რომელშიც გოგონა ალიშა ქისის ჰიტს If I Ain’t Got You ასრულებს.

გოგონას ვოკალური შესაძლებლობების შესახებ აქამდე საზოგადოებისთვის ცნობილი არაფერი ყოფილა, რის გამოც მის ნამღერს ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვიდეოს კომენტარებში ემას მომავალ ბიონსეს უწოდებენ და წერენ, რომ ის საოცრად ნიჭიერი ბავშვია.

შეგახსენებთ, რომ If I Ain’t Got ალიშა ქისის 2003 წელს გამოშვებულ მეორე სტუდიურ ალბომში The Diary of Alicia Keys შედის. სიმღერა სხვა ემოციურ მოვლენებთან ერთად, ტრაგიკულად გარდაცვლილი არტისტის, ალიასა და 11 სექტემბრის ტერაქტს ეხმიანება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები