ჯენიფერ ლოპესი ამჯერად ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც მის ახალი ფილმის Hustlers-ის გადაღებები მიმდინარეობს. ფოტოგრაფებმა 49 წლის მსახიობი და მომღერალი მაშინ დააფიქსირეს, როდესაც ის ფილმისთვის მორიგ სცენას იღებდა. ჯეი-ლო ფანტასტიკურად გამოიყურებოდა ტყავის შარვალსა და შავ პიჯაკში. კიბეებზე ჩამოსვლისას მან ფოტოგრაფებს შუა თითი უჩვენა და გზა ისე განაგრძო.

კინოსურათი, რომელიც ეკრანებზე მომდევნო წელს გამოვა, სტრიპტიზ-ბარის ყოფილ თანამშრომლებზე გვიყვება, რომლებიც ყოფილი კლიენტების წინააღმდეგ ერთიანდებიან.

მსგავსი თემები