LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესმა თაყვანისმცემლებს კონცერტზე დასასწრები ბილეთები აჩუქა (ვიდეო)

9755704-0-image-a-137_1550041208415

24 ივლისს, ჯენიფერ ლოპესი 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. გაირკვა, რომ საიუბილეო თარიღს ჯეი ლო განსაკუთრებულად იზეიმებს.

ელენ დეჯენერესთან სტუმრობისას, ლეგენდარულმა შემსრულებელმა მეორე საკონცერტო ტურნეს, It’s My Party: The Live Celebration შესახებ განაცხადა. ცნობილი გახდა, რომ ამერიკული კონცერტების სერია, ივნისისა და ივლისის განმავლობაში გაიმართება და დაახლოებით, 25-28 შოუს მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ მაყურებელს, რომელიც ინტერვიუს ჩაწერისას სტუდიაში იმყოფებოდა, ალექს როდრიგესის გერლფრენდმა და გადაცემის წამყვანმა მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა. მათ დამსწრე საზოგადოებას ერთ-ერთ საღამოზე დასასწრები ბილეთები გადასცეს, რასაც დარბაზში მქუხარე აპლოდისმენტები და ოვაციები მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ 6 წლიანი პაუზის შემდეგ ეს ჯენიფერ ლოპესის პირველი გრანდიოზული ტურნე იქნება. აქამდე მან თავი მხოლოდ ერთხელ, Dance Again World Tour-ით დაგვამახსოვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები