,,სამეფო კარის თამაშების’‘ უკანასკნელი სეზონის პირველი ეპიზოდის ჩვენებას ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სერიალის ეკრანებზე დაბრუნებამ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ინტერნეტი ააფეთქა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, თუ როგორ აღნიშნეს სატელევიზიო შოუს მონაწილე მსახიობებმა GOT-ის პრემიერა. ფინალური სეზონის სტარტს, მათ არაერთი  სახალისო პოსტი მიუძღვნეს, თუმცა საზოგადოების ყურადღება სანსა სტარკის როლის შემსრულებლის, სოფი ტერნერის ბოიფრენდის, ჯო ჯონასის საყვარელი ქალის პერსონაჟად გარდასახვამ მიიქცია.

ამერიკელი მომღერალის ,,ინსტაგრამზე” გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ 29 წლის ვარსკვლავმა, მომავალი მეუღლის მხარდასაჭერად, ედარდ და კეტლინ სტარკების უფროსი ქალიშვილი განასახიერა.

 

View this post on Instagram

 

MOOD

A post shared by J O E J O N A S (@joejonas) on

შეგახსენებთ, რომ ,,სამეფო კარის თამაშების” უკანასკნელი სეზონის პირველი სერია HBO-ს ეთერში გუშინ გავიდა.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები