ინტერნეტში ბევრს საუბრობენ ჯონი დეპის ფინანსური პრობლემების შესახებ, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ამერიკელ მსახიობს არ ადარდეს. ცნობილი გახდა, რომ 55 წლის ვარსკვლავი საცხოვრებლად მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ და ძვირადღირებულ ადგილას, ოქსფორდშირის საგრაფოში გადასვლას გეგმავს.
ინსაიდერის ინფორმაციით, ,,ჯეკ ბეღურა” დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, დევიდ კამერონის მეგობრის, ნიკოლას ჯონსონის კოტეჯის ქირაობას აპირებს. საინტერესოა, რომ ,,ოქროს გლობუსის” მფლობელ დეპს მეზობლებად პრინცი ჰარი და მეგან მარკლი, ასევე დევიდ განდი და ,,ბექჰემების” ოჯახი ეყოლება.
ტეგები: ჯონი დეპი
კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები