LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონი დეპი შესაძლოა „ჯადოსნურ ცხოველებში“ დაბრუნდეს

128
page

ახლახან, დანიელი მსახიობის, მადს მიკელსენის ინტერვიუ გავრცელდა, სადაც ის ამბობს, რომ ჯონიდეპი შესაძლოა „ჯადოსნურ ცხოველებში“ დაბრუნდეს.

„ახლა ყველაფერი შეიცვალა, მან საქმე მოიგო, ასე რომ, ვნახოთ, თუ დაბრუნდება. შეიძლება დაბრუნდეს. მე ჯონის დიდი ფანი ვარ. ვფიქრობ, ის შესანიშნავი მსახიობია და საქმეს თავი არაჩვეულებრივად გაართვა“, – აცხადებს მიკელსენი.

ცნობისთვის, მიკელსენმა „ჯადოსნური ცხოველების“ მესამე ფილმში, დეპი ჩაანაცვლა და გელერტ გრინდელვალდის როლი შეასრულა.

მადსმა ისიც აღნიშნა, რომ დეპისთვის განკუთვნილი როლის მიღება მისთვის მეტად სარისკო იყო.

ფოტო: „ჯადოსნურ არსებებში“ ჯონი დეპს მადს მიკელსენი ჩაანაცვლებს

საოცარი ტანდემი – ჯონი დეპი და ალ პაჩინო ერთობლივ პროექტზე იმუშავებენ

გამარჯვების შემდეგ, „დიორმა“ ჯონი დეპს კონტრაქტი გაუგრძელა, ჰონორარი კოლოსალურია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები