LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯოზეფ გორდონ ლევიტმა თბილისის ფოტო გაავრცელა – მსახიობი ახალი პროექტისთვის საქართველოში გადაღებულ ფოტოებს ეძებს

127
page

40 წლის ამერიკელმა მსახიობმა, ჯოზეგ გორდონ ლევიტმა სოციალურ ქსელში თბილისის ფოტო გაავრცელა და გამომწერებს თხოვნით მიმართა, როგორც პოსტიდან ჩანს ის საქართველოთია დაინტერესებული და ახალი პროექტისთვის გამორჩეულ ფოტომასალას ეძებს.

„არის აქ ვინმე, ვინც საქართველოში ცხოვრობს? ახალი პროექტისთვის ვეძებ საქართველოში გადაღებულ ფოტოებს. მოძებნეთ, თუ გაქვთ ამ ქვეყანაში გადაღებული გამორჩეული ფოტოები  აქ დაპოსტეთ“, –  წერს მსახიობი საკუთარ ოფიციალურ „ფეისბუკ“ გვერდზე.

პოსტი სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა და მას უკვე უამრავი გამოხმაურება აქვს. მსახიობის გამომწერები კომენტარებში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადაღებულ ფოტოებს ტვირთავენ და არც საქართველოში მოგზაურობის დროს დაგროვილ ემოციებსა და აღფრთოვანებს იშურებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები