LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯულია მაიკლსმა დუეტები სელენა გომესთან და ნაილ ჰორანთან ჩაწერა (ფოტო)

julia-michaels-bbmas-arrivals-2018-billboard-1548

ჯულია მაიკლსმა მეოთხე მინი ალბომის Inner Monologue Part I  გამოსვლის შესახებ განაცხადა. გაირკვა, რომ დისკი დღის სინათლეს 25 იანვარს იხილავს. საინტერესოა, რომ ფირფიტის რელიზამდე 25 წლის ვარსკვლავმა ქსელში სიახლის ტრეკ-ლისტი გამოაქვეყნა.

ამერიკელი მომღერლის ხუთ სიმღერიან ალბომში ორი დუეტი Anxiety და What a Time შედის, რომლებიც თანამედროვეობის ისეთ ახალგაზრდა შემსრულებლებთან კოლაბორაციით შეიქმნა, როგორებიც: სელენა გომესი და ილ ჰორანი არიან.

შეგახსენებთ, რომ ჯულია მაიკლსმა სადებიუტო სოლო სინგლი Issues გასული წელს გამოუშვა, რომლისთვისაც ის ,,გრემის” ორ ნომინაციაში, ,,წლის სიმღერისა” და ,,საუკეთესო ახალი არტისტისთვის” წარადგინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები