თაკო ნაცვლიშვილი რეკლამაში მსოფლიო ვარსკვლავთან, ჯულია რობერტსთან ერთად გამოჩნდება. ორ ლამაზმანს ერთად „კალცედონიას“ რეკლამაში იღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თაკო ნაცვლიშვილის დედა, სამოდელო სააგენტო „ლუქ მოდელს მენეჯმენტის“ მფლობელი, ნინო ცქიტიშვილი ავრცელებს.

ის წერს, თუ როგორ იწყება რეკლამა, სადაც ჯულიასა და თაკოს ერთად იღებენ:

„Bonjour Julia!!! ამ ტექსტით იწყება თაკო ნაცვლიშვილის და ჯულია რობერტსის დიალოგი ბრენდ Calzedonia-ს სარეკლამო ვიდეორგოლში, რომელიც ივნისის ბოლოს გავა და საფრანგეთის მასშტაბით იტრიალებს“.

ჯულია რობერტსი რამდენიმე წელია, ბრენდ „კალცედონიას“ სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობს, თაკოსთვის კი ეს ამ ბრენდთან თანამშრომლობის პირველი შემთხვევა იქნება.

მსგავსი თემები