კაილი ჯენერმა ,,ინსტაგრამზე” ქალიშვილის სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში, 1 წლის შტორმის ფოტოსესიაა აღბეჭდილი, რა დროსაც ფოტოგრაფი პატარას მზერის ობიექტივისკენ მიმართვას სხვადასხვა სახელის, მათ შორის დეიდაშვილის, თრუს წარმოთქმით ცდილობს.

მიუხედავად იმისა, რომ გოგონა სკამზე უდარდელად ზის, ის ერთ ადგილას მაინც არ ჩერდება.

აღსანიშნავია, რომ ინტერნეტმომხარებლების ყურადღება განსაკუთრებით იმ ეპიზოდზე გამახვილდა, როცა შტორმი საკუთარი სახელის ხსენებისას, არა შტორმის, არამედ – ,,მეს” იძახის.

 

View this post on Instagram

 

A for effort baby ?????

A post shared by Kylie (@kyliejenner) on

შეგახსენებთ, რომ შტორმი კაილი ჯენერისა და ტრევის სკოტის პირველი საერთო ქალიშვილია, რომელიც ქვეყანას გასული წლის 1 თებერვალს მოევლინა.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები