LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანიე უესტის ფავორიტი ჯგუფი Kraak and Smaak შავი ზღვის ჯაზფესტივალზე (ფოტო/ვიდეო)

723
jazz-festival-789

ზღვისპირა ქალაქმა შავი ზღვის ჯაზფესტივალის ფარგლებში ქართველ შემსრულებლებს უმასპინძლა. ჰიპ-ჰოპის, ჯაზისა და ფანკის შემსრულებელი ჯგუფი „მოკუმოკუ“ სწორედ საკონცერტო სივრცედ ტრანსფორმირებულ ბათუმის ჩოგბურთის სცენაზე გამოჩნდა და უცხოელი ვარსკვლავების გამოჩენამდე მელომანების განწყობაზე იზრუნა. 2014 წელს დაარსებული ჯგუფის ანგარიშზე დღეისათვის 3 ალბომია, ჯგუფის წევრები კი ამჟამად მე-4 სტუდიურ ალბომზე მუშაობენ.

შოუს კულმინაცია კლუბური სცენებისა და გრანდიოზული ფესტივალების ხშირი სტუმრების ჯგუფი Kraak & Smaak-ის გამოჩენის შემდეგ დადგა. ჰოლანდიელი პროდიუსერ-დიჯეების ოსკარ დე იონგის, მარკ ნეპერსისა და ვიმ ფლაგის პროექტმა მსმენელს თავი ენერგიული, ცოცხალი გამოსვლებით დაამახსოვრა და ბუნებრივია გამონაკლისი არც ეს საღამო იყო. ფანკის, დისკოს, new wave-ისა და პოპის მუსიკალური ჟღერადობის ენერგიულმა ნაზავმა გულგრილი შავი ზღვის არცერთი ჯაზფესტივალის სტუმარი დატოვა.

„სამწუხაროა, რომ წვიმს, თუმცა ეს საწვიმრები ძალიან გიხდებათ” – ამ სიტყვებით მიესალმნენ ჯგუფის წევრები ბათუმის ჩოგბურთის სცენასთან  შეკრებილ ქართველ მელომანებს, რომლებსაც ნამდვილი მუსიკალური დღესასწაული მოუწყეს. ფესტივალს კი წვიმამ არა ნეგატიური არამედ პოზიტიური განწყობა შემატა.

Kraak & Smaak-ის ისტორია 2003 წელს იწყება, როცა საპროდიუსერო ალბომის მხარდასაჭერად ცოცხლად დაუკრეს. დარბაზის რეაქციიდან გამომდინარე კი შემსრულებლებმა სრულფასოვანი ტურნეს მოწყობა გადაწყვიტეს.. Kraak & Smaak-ს დღეისათვის ექვსი სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. კანიე უესტი ერთ-ერთია, რომელიც ჯგუფის ფანების რიცხვში მოიაზრება. აღსანიშნავია ისიც, რომ 2008 წელს ჟურნალმა „IDJ” „აუცილებლად მოსასმენ ჯგუფად“ ქემიქალ ბრაზერსის, მობისა და ფროდიჯის გვერდით დაასახელა. Kraak & Smaak-ს  მსოფლიოში არაერთ ცნობილ მუსიკოსთან უთანამშრომლია, მათ შორის არის ქართველი მელომანების ერთ-ერთი საყვარელი შემსრულებელი Jamiroquai, რომეთანაც ორი რემიქსი აქვთ გაკეთებული.

 

 

ბათუმის ჯაზფესტივალი კორი ჰენრის და მისი ბენდის კონცერტით გაიხსნა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები