LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანიე უესტმა მეუღლეს მოულოდნელი საჩუქარი სატელეფონო ზარით გაუკეთა (ვიდეო)

8697886-0-image-a-18_1547823628873

კანიე უესტმა კიმ კარდაშიანს მორიგი სიურპრიზი მოუწყო. 41 წლის რეპერმა მეუღლეს FaceTime-ის სატელეფონო ზარით სერენადა უმღერა. მართალია, 3 შვილის მამას 38 წლის სელებრითისთვის თავად არ უმღერია, თუმცა სატელევიზიო სახისთვის მოულოდნელი საჩუქარი იმაზე ამაღელვებელი აღმოჩნდა, ვიდრე უესტი წარმოიდგენდა.

საინტერესოა, რომ ჰიპ-ჰოპ შემსრულებელმა კარდაშიანების ოჯახის უმცროსი წევრი იმით გააოცა, რომ მან ამერიკული R&B კვარტეტის, 112 წევრებს, 1997 წლის ჰიტი Cupid სპეციალურად კიმისთვის ამღერა.

,,ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო დღეა. ჩემს დებს უნდა დავურეკო”, – ისმის ვიდეოში, რომელიც ქსელში ეპატაჟურმა ლამაზმანმა გამოაქვეყნა.

აღმოჩნდა, რომ 112 კიმის საყვარელი ბენდია.

,,თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად ბევრს ნიშნავს ეს ზარი ჩემთვის. 112 – ჩემი საყვარელი ჯგუფია! ცრემლები ძლივს შევიკავე. კორტნი და ქლოე აბსოლუტურად გრძნობენ ამ ემოციას. მათაც უყვართ 122”, – დაწერა კარდაშიანმა.

შეგახსენებთ, რომ 112-მა განსაკუთრებული პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც 1998 წეელს, Puff Daddy-თან და Faith Evans-თან ერთად ჩაწერილი სიმღერით I’ll Be Missing You ,,გრემი” მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები