ცოტა ხნის წინ, 23 წლის მოდელი უცნობ მამაკაცთან ერთად, ფილადელფიაში, საშობაო ბაზრობაზე დააფიქსირეს. გაირკვა, რომ ახალგაზრდა, ავსტრალიელი კალათბურთელი, ბენ სიმონსია, რომელსაც გოგონა აქამდეც ხვდებოდა. თვითმხილველთა თქმით, წყვილი შენიღბული იყო, თუმცა მათი ცნობა არ გაჭირვებიათ.

აღსანიშნავია, რომ იმავე დღეს, ,,ვიქტორიას სიკრეტის” ანგელოზი და ,,სიქსერსის” მოთამაშე პაპარაცებმა სწრაფი კვების ობიექტშიც გადაიღეს, სადაც წყვილმა მხოლოდ წვნიანი შეიძინა და ტერიტორია მშვიდად დატოვა.

შეგახსენებთ, რომ კარდაშიანების ნახევარდისა და NBA-ის მომავალი მეფის ურთიერთობის შესახებ, ჯერ კიდევ მაისში საუბრობდნენ. ისინი საჯაროდ პირველად სწორედ ახლა გამოჩნდნენ.

ტეგები: კენდალ ჯენერი
კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები