LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეტი პერისა და ორლანდო ბლუმის სადღესასწაულო განწყობა (ფოტო)

7535992-0-image-a-19_1545073372500

კეტი პერიმ და ორლანდო ბლუმმა ურთიერთობა მიმდინარე წლის აპრილში აღადგინეს. როგორც ჩანს, ვარსკვლავურმა წყვილმა საკუთარ შეცდომებზე  ბევრი რამ ისწავლა, რადგან ისინი ახლა ერთად ყოფნის სიამოვნებით ტკბებიან.

ამ დღეებში, ამერიკელი მომღერალი და ინგლისელი მსახიობი, ლოს-ანჯელესის აღმოსავლეთ ნაწილში, Fa La Land-ის საშობაო მუზეუმს სტუმრობდნენ. საინტერესოა, რომ მუზეუმში ვიზიტის ამსახველი ფოტოები ,,ინსტაგრამ-სთორიში” 34 წლის შემსრულებელმა გააზიარა. ერთ-ერთ ფოტოზე, რომელიც ხაზს შეყვარებულების სიახლოვეს უსვამს, პერი 41 წლის ბლუმთან ერთად პოზირებს. ამასთან, კეტიმ ის კადრებიც გამოაქვეყნა, რომლებზეც ის კარამელის საქანელაზე ზის, ხოლო ორლანდო ფერადი ბურთების მშრალ აუზში ხტება.

შეგახსენებთ, რომ კეტი პერისა და ორლანდო ბლუმის რომანი 2016 წლის იანვარში დაიწყო. წყვილმა ურთიერთობის დასრულების შესახებ, 2017 წლის თებერვალში განაცხადა, თუმცა ფაქტია, რომ გრძნობებს მათ ვერაფერი მოუხერხეს და კვლავ ერთმანეთს დაუბრუნდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები