LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიანუ რივზის და მისი რჩეულის სიყვარულის ისტორია და ახალი ფოტოები

5906
74602145-1390700144425201-5067195526693257216-n

დიდხნიანი მარტოობის შემდეგ მსახიობმა კიანუ რივზმა თავისი შეყვარებული საზოგადოებას წარუდგინა.

„კიანუმ დედა იპოვა,“ „სიყვარული ბრმაა“ - კიანუ რივზი რჩეულთან ერთად პირველად გამოჩნდა (ფოტო)

წყვილის ვოიაჟს სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰვა: „კიანუმ დედა იპოვა,“„საუკუნის შეუფერებელი წყვილი, “„სიყვარული ბრმაა,“„მოჯადოებული კიანუ“... წერენ სოციალურ ქსელში

როგორც ირკვევა, 55 წლის კიანუ და 46 წლის, მხატვარი ალექსანდრა გრანტი უკვე ათი წელია მეგობრობენ. მეგობრობა სიყვარულში კი სულ რამდენიმე თვეა გადაიზარდა.

წყვილმა ერთმანეთი 2011 წელს გაიცნო, როდესაც კიანუს წიგნისთვის „სიხარულის ოდა“ ილუსტრაციები ალექსმა შეუქმნა. აღსანიშნავია, რომ ეს კიანუს პირველი წიგნი იყო, ისევე როგორც მხატვრის პირველი სერიოზული ნამუშევარი.

„კიანუ ძალიან ბედნიერია, ის მადლიერია, რომ მის ცხოვრებაში ალექსი გამოჩნდა“ – აცხადებს ვარსკვლავთან დაახლოებული პირი.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები