LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კიანუმ დედა იპოვა,“ „სიყვარული ბრმაა“ – კიანუ რივზი რჩეულთან ერთად პირველად გამოჩნდა (ფოტო)

17781
20596772-0-image-a-69-1572902574934

მსახიობ კიანუ რივზის პირადი ცხოვრება მუდამ საიდუმლოებებით იყო მოცული. 35 წლიანი კარიერის განმავლობაში მას ოფიციალური შეყვარებული არ ჰყოლია, თუმცა ამ უქმეებზე ყველაფერი შეიცვალა. 55 წლის ვარსკვლავი გუჩის გალა კონცერტზე საზოგადოების წინაშე 46 წლის მხატვარ ალექსანდრა გრანტთან ერთად გამოჩნდა.

55 წლის გაბედნიერებული ვარკვლავი და მისი ახალი რჩეული ათობით კამერის წინაშე თამამად პოზირებნენ, კიანუ ამაყად გრძნობდა თავს, ისევე როგორც მისი პარტნიორი, რომელიც ისე იყო მის ხელს ჩაბღაუჭებული, თითქოს ამ ჟესტით ამბობდა. „დიახ, ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს და ეს ბიჭი ჩემია“.

წყვილის ვოიაჟს სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰვა, ზოგი ტრაგიკული წარსულის მქონე მსახიობს გულისწორის პოვნას ულოცავდა, ზოგიერთი კი არნახული კომენტარებით ამკობდა წყვილს:

„კიანუმ დედა იპოვა“, „საუკუნის შეუფერებელი წყვილი”, „სიყვარული ბრმაა”, „მოჯადოებული კიანუ“…

 

შეგახსენებთ, მსახიობი მოკრძალებულად ცხოვრობს და პირად ცხოვრებაზე არასდროს საუბრობს. რაც შეეხება ალექსანდრა გრანტს, პაპარაცებმა წყვილი გასულ წელსაც შეამჩნიეს, თუმცა რივზის ახალი პარტნიორის ვინაობა ამ დრომდე უცნობი რჩებოდა.

კიანუ რივზი იდუმალებით მოცულ ქალბატონთან ერთად გადაიღეს (ფოტო)

კიანუ რივზი - ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული მსახიობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები