10 მაისს, კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი მეოთხე შვილის მშობლები გახდნენ. ბიჭუნა, რომელსაც ფსალმი დაარქვეს, ქვეყანას სუროგატი დედის დახმარებით მოევლინა.

აღსანიშნავია, რომ დაბადებიდან მალევე 38 წლის სატელევიზიო სახემ სოციალურ ქსელში აბალშობილი ვაჟის პირველი ფოტო გამოაქვეყნა, თუმცა პოსტი, ახლახან, ერთი მიზეზით წაშალა.

საქმე ისაა, რომ ამერიკელმა სელებრითმა ,,ინსტაგრამზე” ფსალმის ოფიციალური სურათი ატვირთა, რომელშიც პატარა მძინარეა აღბეჭდილი.

უწყინარი ჩვილის საჯაროდ გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტში. კადრი ამ დროისთვის, 4 მილიონზე მეტჯერ მოიწონეს.

 

View this post on Instagram

 

Psalm Ye

A post shared by Kim Kardashian West (@kimkardashian) on

შეგახსენებთ, რომ კიმი და კანიე ასევე კიდევ ერთი ვაჟის, სეინტისა და ორი ქალიშვილის, ნორსისა და ჩიკაგოს მშობლები არიან. ეს უკანასკნელიც სუროგაციის გზით დაიბადა.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები