კირა ნაიტლი, რომლის სახელი გასული წლის ბოლოს ბრიტანეთის იმპერიის ორდენოსანთა სიას შეემატა, გადაცემას ,,ღამის შოუ ჯიმი ფელონთან ერთად” სტუმრობდა.

გადაცემაში, ,,ოსკარებზე” ორგზის ნომინირებულმა მსახიობმა, უჩვეულო ტალანტის დემონსტრირება მოაწყო. გაირკვა, რომ 33 წლის ვარსკვლავს კბილებით დაკვრა შეუძლია. როგორც შოუს წამყვანთან ინტერვიუში, ინგლისელმა ვარსკვლავმა აღნიშნა, ეს მას სკოლის მეგობარმა ასწავლა

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მოულოდნელი სიახლე დამაბნეველი აღმოჩნდა მაყურებლისთვის, თუმცა მას შემდეგ, რაც მოგვიანებით 44 წლის სატელევიზიო სახემ თავის სტუმარს ლუის ფონსისა და დედი იანკის 2018 წლის ყველაზე პოპულარული სიმღერის Despacito დაკვრა სთხოვა,  აღფრთოვანებული დამსწრე საზოგადოება ოვაციებს არ იშურებდა. ამასთან, წამყვანი ჰოლივუდის ლამაზმანს ფეხზე წამოუდგა და მხურვალე აპლოდისმენტით დააჯილდოვა.

 

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები