LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრის ბრაუნი გაუპატიურების ბრალდებით დააპატიმრეს

0_MAIN-Yohji-Yamamoto-show-Front-Row-Fall-Winter-2019-Paris-Fashion-Week-Mens-France-17-Jan-2019

გაუპატიურების ბრალდებით, პარიზში კრის ბრაუნი დააკავეს. 29 წლის რეპერის წინააღმდეგ სარჩელი პოლიციაში 24 წლის გოგონამ შეიტანა, რომელიც ირწმუნება, რომ ამერიკელმა შემსრულებელმა მასზე სექსუალურად იძალადა.

მბრალდებელის თქმით, ის ბრაუნს კლუბში შეხვდა, სახლისკენ მიმავალი გოგონა კი კრისმა სასტუმროს საკუთარ ნომერში აიტყუა და მასზე ძალა იხმარა.

საინტერესოა, რომ არტისტი, რომელიც სკანდალების მთავარი გმირი არაერთხელ გამხდარა, მართლაც იმყოფებოდა საფრანგეთის დედაქალაქში, სადაც ის მოდის კვირეულისთვის ჩავიდა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად შეესაბამება ინფორმაცია სიმართლეს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები