კრის ბრაუნმა საზაფხულო კონცერტების სერიის შესახებ განაცხადა. ამერიკელი მომღერლის ,,ინსტაგრამზე” გამოქვეყნებული პოსტით ცნობილი გახდა, რომ ის მეცხრე სტუდიური ალბომის – Indigo მხარდასაჭერ ამერიკულ ტურნეში გაეგზავრება. 30 წლის შემსრულებელის IndiGOAT Tour სტარტს 20 აგვისტოს პორტლენდში აიღებს.

უკანასკნელი პერფორმანსით ბრაუნი მსმენელის წინაშე 19 ოქტომბერს, ანაჰეიმში წარდგება.

გაირკვა, რომ საღამოების სპეციალური სტუმრები Tory Lanez, Ty Dolla $ign, Joyner Lucas და Yella Beezy იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ კრის ბრაუნის ახალი დისკი დღის სინათლეს 21 ივნისს იხილავს.

კრის ბრაუნმა ახალი დისკის რელიზი ორიგინალური პოსტით დააანონსა (ფოტო)

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები