LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლედი გაგამ დონალდ ტრამპს „უვიცი რასისტი“ უწოდა

135
safe-image

ეპატაჟურმა პოპ-ვარსკვლავმა, ლედი გაგამ აშშ-ის პრეზიენტი, დონალდ ტრამპი გააკრიტიკა და მას უვიცი რასისტი უწოდა.

ამის მიზეზი მინეაპოლისში აფროამერიკელი, ჯორჯ ფლოიდის მკვლეობა გახდა. გაგა აცხადებს, რომ რომ ტრამპმა სიტუაციის განსამუხტად არაფერი გააკეთა.

„შავკანიანი ადამიანების ხმა დიდი ხანია ჩახშობილია, მაშინ როცა შავკანიანებს ხოცავენ, რასისტ ტრამპს არაფერი უჩვენებია უვიცობისა და ცრურწმენის გარდა. ის რასიზმით გაჯერებულ სისტემას აძლიერებს, ცვლილებების დროა“, – წერს გაგა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას დიდი საპროტესტო ტალღა მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობას ცეცხლი წაუკიდეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები