LG-ის 16 კამერიანი ტელეფონის მომხმარებელი კადრში ადამიანის ან ობიექტის თავის ამოღების შემთხვევაში, მათ ნებისმიერ სასურველ პოზიციაში მოაქცევს.

LG 16 კამერიან ტელეფონს გამოუშვებს. კამერები სმარტფონის უკანა მხარეს იქნება განთავსებული.

ირკვევა, რომ ახალი სმარტფონის მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ერთდროულად რამდენიმე ობიექტი სხვადასხვა ლინზით გადაიღოს, რაც სერიიდან საუკეთესოს არჩევის საშუალებას მისცემს. ამასთან, LG-ის 16 კამერიანი ტელეფონის მომხმარებელი კადრში ადამიანის ან ობიექტის თავის ამოღების შემთხვევაში, მათ ნებისმიერ სასურველ პოზიციაში მოაქცევს.

 

 

საინტერესოა, რომ სმარტფონს უკანა პანელზე, კამერასთან ახლოს ფლეში და სარკე აქვს, რომლითაც მომხმარებლები ფოტოების გადაღებას ავტოპორტრეტის რეჟიმში შეძლებენ.

ტეგები: LG
კატეგორიები: Hi Tech

მსგავსი თემები