ლიამ პეინმა ახალი სიმღერის გამოსვლის შესახებ განაცხადა. Stack It Up – ასე ჰქვია სინგლს, რომელიც ამერიკელ რეპერთან – A Boogie დუეტია.

ცნობილი გახდა, რომ კოლაბორაცია, რომლის ავტორები თავად ინგლისელი მომღერალი და ედ შირანი არიან, დღის სინათლეს 18 სექტემბერს იხილავს.

სიახლე One Direction-ის ექს-წევრის სადებიუტო სტუდიურ ალბომში შედის, საიდანაც უკვე ცნობილი ჰიტებია: Strip That Down, Bedroom Floor და Familiar.

 

View this post on Instagram

 

stack it up feat. a boogie wit da hoodie, 18th September. pre-save now in my bio @artisthbtl #stackitup

A post shared by Liam Payne (@liampayne) on

ცნობისთვის, Stack It Up ლიამ პეინის, როგორც ლიდ შემსრულებლის, პირველი რელიზია მას შემდეგ, რაც მან გასულ წელს სადებიუტო მინი ალბომი – First Time გამოუშვა.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები