LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიამ პეინი ნაომი კემპბელის კამპანიაში დააფიქსირეს (ფოტო/ვიდეო)

BeFunky-collage (1)

მედია ახალი ვარსკვლავური წყვილის რომანზე ალაპარაკდა. თუ დასავლურ პრესას დავუჯერებთ, ლიამ პეინი ნაომი კემპბელს ხვდება. საინტერესოა, რომ პაპარაცებმა 25 წლის შემსრულებელი და 48 წლის მოდელი გუშინ, ლონდონში, ნიგერიელი მომღერლის, დავიდოს კონცერტზე გადაიღეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფ One Direction-ის ექს-წევრი და ,,შავი პანტერა” პუბლიკისგან თავის არიდებას ცდილობდა, მათი ერთობლივი კადრები ქსელში მაინც გავრცელდა.

https://www.youtube.com/watch?v=M0fBIIMDie0

აღსანიშნავია, რომ ლიამისა და ნაომის რომანტიკულ ურთიერთობაზე აქამდეც საუბრობდნენ. ინტერნეტმომხმარებლების თვალს არ გამოჰპარვია ის ფაქტი, რომ ისინი ,,ინსტაგრამზე” ხშირად ფლირტაობენ.

 

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისში, ლიამ პეინი 35 წლის კოლეგას, შერილს დაშორდა, რომლისგანაც ბრიტანელ მუსიკოსს ვაჟი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები