LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადონამ იმიჯი მთვარის დაბნელებისთვის შეიცვალა (ფოტო)

8822722-0-image-a-76_1548136208555

მადონა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში, არაერთხელ აღიარეს სტილის კერპად, ,,სუპერსავსე მთვარის” დაბნელებისთვის განსაკუთრებულად მოემზადა. პოპ დედოფალმა ,,ინსტაგრამის” გამომწერებს ახალი ფოტო გაუზიარა, რომელზეც 60 წლის ვარსკვლავი განსხვავებული თმის ფერით მოგვევლინა.

აღსანიშნავია, რომ თაყვანისმცემლებს ლეგენდარული არტისტის ცნობა თავდაპირველად გაუჭირდათ, რადგან ფოტოზე, ამერიკელი ვარსკვლავი შავი კარეთია აღბეჭდილი.

6 შვილის დედამ მიმდევრებისთვის მთვარის დაბნელებაც გადაიღო, რომელიც მოგვიანებით ,,სთორიში” ატვირთა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები