LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ჯექსონის ქალიშვილმა სუიციდის მცდელობა უარყო

129
BeFunky-collage (7)

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაიკლ ჯექსონის ერთადერთმა ქალიშვილმა, პერისმა თვითმკვლელობის მიზნით, ვენები გადაიჭრა მსოფლიოს ელვის სისწრაფით მოედო. საუბრობდნენ, რომ გოგონას სუიციდის მცდელობის მიზეზი მამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამოსული დოკუმენტური ფილმი, Leaving Neverland გახდა, რომელმაც ახალგაზრდა მოდელის ემოციურ მდგომარეობას პრობლემები შეუქმნა.  კინოსურათი ხაზს ლეგენდარული შემსრულებლის პედოფილიას უსვამს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს არ იქნებოდა პირველი შემთხვევა, როცა პერის ჯექსონი სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებას ეცდებოდა, საზოგადოებას ახალი ამბის დაჯერება არ გასჭირვებია, თუმცა სულ ტყუილად.

,,F*** You, მატყუარებო” – ასე გამოეხმაურა გავრცელებულ ჭორს თავად პერისი, რითაც მან სუიციდის მცდელობა უარყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები