LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაილი საირუსმა და დუა ლიპამ კეტი პერი ჩაკბიჩეს, სელინ დიონმა კი მას ტუჩებში აკოცა (ფოტო)

450
BeFunky-collage (21)

6 მაისს, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმმა Met Gala-ს უმასპინძლა.

წლის მთავარი კოსტიუმირებული მოვლენის დასრულებისთანავე, ვარსკვლავებმა საღამოს შემდგომ წვეულებაზე გადაინაცვლეს, სადაც სელებრითების უმრავლესობა კიდევ უფრო ექსტრავაგანტული ჩაცმულობით მივიდა.

გაირკვა, რომ ინტერნეტმომხმარებლების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ კეტი პერი მოექცა. ამერიკელმა მომღერალმა After Party-ისთვის ,,ჭაღები” ჩამოიხსნა და ჰამბურგერის ლუქი მოირგო.

როგორც ჩანს, 34 წლის შემსრულებელი იმდენად მადისაღმძვრელი აღმოჩნდა მაილი საირუსისა და დუა ლიპასთვის, რომ გოგონებმა ის ,,ჩაკბიჩეს”.

მეტიც,  მას ჩაეხუტნენ და ამით მის მიმართ სიყვარული საჯაროდ  გამოხატეს.

ამასთან,  ქსელში გავრცელებულ ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს, რომ ორლანდო ბლუმის გერლფრენდს სელინ დიონმა ტუჩებში აკოცა.

შეგახსენებთ, რომ კეტი პერის ჩაცმულობაზე წლევანდელ Met Gala-ზე ,,მოსკინომ” იზრუნა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები