LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მახსენდება ტარაკნებითა და ტკიპებით სავსე სახლი“ – ინტერნეტში ლედი გაგას სულისშემძვრელი ინტერვიუ ვრცელდება

187
pagef

ინტერნეტში ლედი გაგას სახლების ფოტოები ვრცელდება. პოპულარობამდე მომღერალი მანჰეტენზე, პატარა სახლში ცხოვრობდა. ახლა სახლი თვეში 2 000$ ქირავდება. 2013 წლიდან უკვე პოპ-ვარსკვლავი პენტჰაუსში გადავიდა, ის თვეში 22000 დოლარს იხდიდა. ახლა კი არტისტი მალიბუში ცხოვრობს, მისი სახლის ღირებულება 22,5 მილიონ დოლარს შეადგენს.

როგორ სახლში ცხოვრობდა პოპულარობამდე ლედი გაგა და როგორია მისი ახლანდელი მდიდრული პენტჰაუსი – სტუმრად ვარსკვლავთან

აღნიშნული ინფორმაცია სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა. გაგამ პოპულარობამდე საკუთარი ცხოვრების შესახებ ნილ შტრუსთან ისაუბრა. ვარსკვლავმა ის რთული პერიოდი გაიხსენა, როდესაც პატარა ბინაში ცხოვრობდა და ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული.

„ძალიან მაშინებს წარსულის გახსენება. ზოგჯერ მახსენდება ხოლმე, როგორი იყო ჩემი სახლი, ტარაკნებითა და ლოგინის ტკიპებით სავსე და როგორ ვიწექი კოკაინის ზემოქმედების ქვეშ იატაკზე და სიცოცხლის არანაირი ხალისი არ მქონდა“, – ჰყვება ვარსკვლავი.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები