LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამა მიას“ მესამე ნაწილს გადაიღებენ

158
Mamma-Mia-3-Is-Being-Planned-with-4-New-Abba-990x521

საოცარი ბუნება, არაჩვეულებრივი მუსიკალური გაფორმება და რომანტიკული ისტორია – ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფილმი ალბათ სწორედ „მამა მიაა“. 

სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა ფილმის მესამე ნაწილიც ვიხილოთ. ამის შესახებ მიუზიკლის პროდიუსერმა, ჯუდი კრეიმერმა განაცხადა.

„თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, რომ ეს ისტორია ტრილოგია იქნებოდა, ვფიქრობ, არც კინოსტუდია ,,უნივერსალი” იტყვის უარს იმაზე“. – განაცხადა კრეიმერმა.

ლეგენდარული შვედური ჯგუფის, ABBA-ს სიმღერებზე აწყობილი ფილმი 2008 წელს გამოვიდა, 2018 წელს კი მისი მეორე ნაწილი გადაიღეს. ფილმში ისეთი მსახიობები მონაწილეობენ, როგორებიც, მერილ სტრიპი, ამანდა სეიფრიდი, პირს ბროსნანი, კოლინ ფერტი და სხვები არიან…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები