LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მან არ უნდა გამოიაროს ის გზა, რაც მე გავიარე“ – ჯასტინ ბიბერს ბილი აილიშის დაცვა სურს

304
billy-justin-1

სულ ცოტა ხნის წინ, კანადელმა პოპ-ვარსკვლავმა, ჯასტინ ბიბერმა „დიდი დაბრუნება“ დააანონსა და რამდეიმე დღის წინ, არტისტმა ახალი ალბომი გამოუშვა.

ვარსკვლავს, რომელიც სცენაზე ბავშვობიდან დგას და პოპულარობა მცირე ასაკიდან მოიპოვა, 18 წლის ბილი აილიშის დაცვა სურს. ამის შესახებ მომღერალმა  რადიოსადგურ Beats 1-ის ეთერში განაცხადა.

„მინდა, ბილი აილიში დავიცვა. არ მსურს, რომ ის ფსიქიკურად გატყდეს. მან არ უნდა გამოიაროს ის გზა, რაც მე გავიარე. თუ ბილის ჩემი დახმარება დასჭირდება, ნებისმიერ დროს მასთან გავჩნდები”, – განაცხადა ჯასტინმა.

მოგვიანებით, აღნიშნულ განცხადებას ბილი აილიში განოეხმაურა და მადლობის ნიშნად ინსტაგრამის გვერდზე რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც დასტურდება, რომ ჯასტინ ბიბერი, ბილი აილიშის კუმირია.

https://www.instagram.com/p/B8j4oBvlTQw/?utm_source=ig_embed

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები