კანადელი შემსრულებელი, მარკ მარტელი საქართველოს „ოქროს ტალღის“ დაჯილდოების ცერემონილზე, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მოწვევით ესტუმრა. მან თბილისში ორი დღე დაჰყო, მენეჯერებთან და მეუღლესთან ერთად. უცხოელმა სტუმრებმა საქართველოში მიღებული ემოციების გამო აღფრთოვანება ვერ დამალეს.

მარკ მარტელმა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე არაერთი ფოტო თუ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში სტუმრობის შესახებ დადებით კონტექსტში ისაუბრა.

მარკმა დიდი მადლობა გადაუხადა ქართველ მსმენელს თბილი შეხვედრისთვის და ერთ-ერთი გამოსვლის ვიდეოც ატვირთა.

გარდა ამისა, მან გააზიარა ფოტოები ერთ-ერთი რესტორნიდან, სადაც მისი მეუღლის  თქმით, არაჩვეულებრივი კერძები მიირთვეს.

ცალკე პოსტი ეძღვნებოდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს, რომელიც აღნიშნა, როგორც ადგილი, სადაც „ოქროს ტალღა“ იმართებოდა.

მან ასევე ათზე მეტი ფოტო გამოაქვეყნა ღონისძიებიდან.

კატეგორიები: სიახლეები

მსგავსი თემები