LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მათ კიდევ ერთი ტყუპისცალი შეუერთდებათ – 33 წლის შემდეგ ლეგენდარული „ტყუპები“ ბრუნდება

139
page

33 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ყველაზე უცნაური ტყუპები გავიცანით. არნოლდ შვარცენეგერმა და დენი დევიტომ უამრავი ადამიანის გული მოიგეს. კომედიური ჟანრის ფილმმა „ტყუპები“ კინოეკრანები დაიპყრო. 1988 წლის ნამუშევარმა ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების სიაში მე-5 ადგილი დაიკავა და 111,9 მილიონო დოლარი გამოიმუშავა.

და აი, 33 წლის შემდეგ საკულტო კომედია ეკრანებს „სიქველით“ უბრუნდება და რაც მთავარია როლებს კვლავ ლეგენდარული მსახიობები, არნოლდ შვარცენეგერი და დენი დევიტო შეასრულებენ.

სულ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ფილმზე მუშაობ უკვე დაწყებულია, 76 წლის დევიტოსა და 74 წლის შვარცენეგერს კიდევ ერთი ტყუპი შემოუერთდებათ, მის როლს 52 წლის ტრეისი მორგანი შეასრულებს. ასე რომ წინ დაუვიწყარი სანახაობა გველოდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები