LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მატრიცა 4“-ის გადაღებები ივლისში განახლდება

355
d-18-e1580233705384

ჯერ კიდევ თებერვალში, საზოგადოება „მატრიცა 4“-ის გადაღებებს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. ფილმის მთავარი მოქმედი გმირი, კიანუ რივზი პაპარაცების ობიექტივში არაერთხელ მოექცა.

კიანუ რივზი ხალათში და ჩუსტებში - ფოტოები „მატრიცა 4“-ის გადასაღები მოედნიდან

55 წლის კიანუ რივზი პაპარაცებმა სან-ფრანცისკოში, „მატრიცა 4“-ის გადაღებების დროს დააფიქსირეს, მსახიობს ხალათი და ჩუსტები ეცვა.

საკულტო ფილმის გადაღებების დასრულებას უამრავი ადამიანი დიდი ინტერესით ელოდა, თუმცა, კორონავირუსის პანდემიამ კინემატოგრაფია დააპაუზა.

სულ ცოტა ხნის წინ, ინფორმაცია გავრცელდა, რომ Warner Bros „მატრიცას 4“-ის გადაღებებს ივლისში განაახლებს. მსახიობებმა დამატებითი 8 კვირის შესახებ კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდება, „მატრიცა 4-ის“ პრემიერა 2021 წელს შედგება.

https://www.youtube.com/watch?v=cdPFQB9wQds

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები