LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერებმა ადამიანის ტვინის კომპიუტერთან დასაკავშირებლად ახალი გზა იპოვეს

117
image-20160929-27034-mo9d37

მელბურნის უნივერსიტეტის მეცნიერებმა  ადამიანის ტვინის კომპიუტერთან დაკავშირების ინოვაციურ მეთოდს მიაკვლიეს. მათი განცხადებით, ახალი ტექნოლოგიის კომერციალიზაციას დიდი დრო დასჭირდება. ახალი ტექნოლოგია ორ პაციენტზე უკვე წარმატებით გამოცადეს.

მოწყობილობას „სტენტროდი“ ჰქვია და ელექტროდების ნაკრებს  წარმოადგენს. ის კისრის ვენაში უნდა  მოთავსდეს, საიდანაც თავის ტვინის ქერქის მოტორულ ზონაში არსებულ სისხლძარღვებში გადაინაცვლებს. იქიდან მას იმპულსების დაფიქსირება და მიღებული სიგნალების კომპიუტერისთვის უსადენოდ გადაცემა შეუძლია.

მეცნიერების განცხადებით, ახალი გამოგონება პარალიზებული ადამიანების ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები