Windows 10-ის უახლესი ვერსია, რომლითაც გაიგებთ, რომელი აპლიკაცია იყენებს თქვენი კომპიუტერის მიკროფონს.

Microsoft ახალ ფუნქციას ტესტავს. საქმე ისაა, რომ სულ მალე Windows 10-ის უახლესი ვერსია მომხმარებელს საშუალებას მისცემს გაიგოს, რომელი აპლიკაცია იყენებს მისი კომპიუტერის მიკროფონს. ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით იქნება წარმოდგენილი ახალი ფუნქცია Windows 10-ში. ირკვევა, რომ კომპანიის წარმომადგენლების სატესტო ვერსიაში სიახლე შეტყობინებების განყოფილების ირგვლივაა ჩაშენებული.

აღსანიშნავია, რომ თუ მომხმარებლის კომპიუტერის მიკროფონს ერთზე მეტი აპლიკაცია იყენებს, ფუნქცია გაჯეტის მფლობელს მათ რაოდენობას ზუსტად შეატყობინებს.

ტეგები: Microsoft
კატეგორიები: Hi Tech

მსგავსი თემები