LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Microsoft-მა შშმ პირებისთვის ადაპტირებული კომპიუტერული აქსესუარები შექმნა

52
page

2018 წელს Microsoft-მა ინკლუზიური ტექნიკური ლაბორატორია გახსნა, სადაც ინჟინრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებზე მორგებულ გაჯეტებს ქმნიან. მათ უკვე წარმოგვიდგინეს ადაპტაციური აქსესუარების კოლექცია მომხმარებლებისთვის, რომლებსაც უჭირთ ტრადიციული მაუსის და კლავიატურის გამოყენება.

მაუსს გააჩნია ადაპტირებადი ინსტრუმენტები, ისევე, როგორც ცალკე ცერა თითისთვის განკუთვნილი მხარდაჭერა. გარდა ამისა, დიზაინერებმა მარჯვენა ხელიდან მარცხენაზე გადასვლის საჭიროებაც გაითვალისწინეს და მაუსს შესაბამისი მოწყობილობა დაურთეს.

ამ აქსესუარების დებიუტი მიმდინარე წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.

მეტი ტექნოლოგიური სიახლე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები